თურქეთში დატყვევებულ 22 ქართველს საქართველოში დღეს ჩამოიყვანენ. ქართული ტელეკომპანიების ცნობით ისინი ამ დროისთვის
საქართველოს საკონსულოში იმყოფებიან და რამდენიმე საათში სამშობლოში გამოემგზავრებიან.
ქართველები თურქეთში დასაქმების მიზნით ჩავიდნენ, თუმცა დამსაქმებელმა ისინი ქალაქ სტამბულში ჩაიყვანა, დოკუმენტები წაართვა და სარდაფში გამოკეტა.
მათ სამშობლოში დახმარების მოთხოვნით ერთადერთი შეტყობინების გამოგზავნა შეძლეს.
საქართველოს საკონსულომ წუხელ გვიან ღამით თურქეთის პოლიციასთან ერთად ქართველების ადგილსამყოფელს მიაგნო. პიროვნებები, ვინც თურქეთში დასაქმების მიზნით ჩასულებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ამ დროისთვის დაკავებულები არიან.
