ბათუმში iPhone-ს მაღაზია გაქურდეს
ბათუმში iPhone-ს მაღაზია გაქურდეს
11:39 20.11.2018
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე iPhone-ს მაღაზია გაქურდეს. მაღაზიის თანამშრომლებს კარი დღეს დილით დაზიანებული დახვდათ. ჩამტვრეულია მაღაზიის შუშებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით აღიძრა.

უწყების ცნობითვე, დანაშაულის ჩამდენი პირები დადგენილი არიან.
ბეჭდვა