შსს: ერთ-ერთ მედია საშუალებაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო
შსს: ერთ-ერთ მედია საშუალებაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო
15:33 19.11.2018
ერთ-ერთ მედია საშუალებაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით,შინაგან საქმეთა სამინისტროში მოკვლევა დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ერთ-ერთ მედია საშუალებაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქის მიერ 2017 წლის ივლისში, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ეხება, სიუჟეტის გასვლისთანავე დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა.

შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. შედეგების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადებში ეცნობება“-აცხადებენ უწყებაში.


ბეჭდვა