გუდაურში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა
გუდაურში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა
15:45 16.11.2018
გუდაურში სამშენებლო კომპანია "რედკოს" საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ჩამონგრეულია ბეტონის მონოლითი, რომელიც პარკინგის ადგილზე იყო განთავსებული.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“ ავრცელებს.

მომხდარის შედეგად დაზიანებულია ავტომანქანები.

ჯერ-ჯერობით შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ბეჭდვა