შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს - გვამი დანაწევრებულია
შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს - გვამი დანაწევრებულია
10:42 16.11.2018
შვედეთში, ქალაქ კალიქსში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით , ახალგაზრდა მამაკაცის დანაწევრებული სხეულის ნაწილები ადგილობრივებმა მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს.

მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა. დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

მოკლულის ვინაობას სამართალდამცველები ამ დრომდე არ ახმაურებენ.
ბეჭდვა