ქვათახევში ხანძარი ლოკალიზებულია
ქვათახევში ხანძარი ლოკალიზებულია
12:54 12.11.2018
ქვათახევში, ტყის ქვედა საფარზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

ტყე 3 საათის განმავლობაში იწვოდა. ადგილზე 30-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

„ხანძრის კერასთან ოპერატიულად გამოვცხადდით სამი ავტოცისტენით და 30-მდე მაშველით. ამ ეტაპზე ხანძარი უკვე ლოკალიზებული გვაქვს. სალოკალიზაციო სამუშაოები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორია,“- განაცხადა შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა, გიორგი მაისურაძემ.
ბეჭდვა