აღსრულების ეროვნულნა ბიურომ „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციებზე ყადაღა უკვე მოხსნა.
როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული თაპბაზე უწყებამ წერილებით კანონის თანახმად უკვე მიმართა ეროვნულ ბანკს, „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ იძულებით მმართველს ვლადიმერ უგულავას და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საუძველზე, დღეს „ქართულ ჯგუფსა“ და „პროგრეს ბანკში“ იძულებითი მართვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იძულებითი მმართველი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ზე და „პროგრეს ბანკის“ აქციათა 21,7%-ზე იძულებითი მმართველობის მოხსნის შუამდგომლობით მას შემდეგ მიმართა, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმა სრულად გადაიხადა, რომელიც მას ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით დაეკისრა.
კომპანიებში იძულებითი მმართველად სასამართლომ ვლადიმერ უგულავა აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე მას შემდეგ დანიშნა, რაც ივანიშვილმა ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, საქართველოს ბიუჯეტში 80 მლნ ლარი სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 24 ივლისს გადარიცხა.
