7 ნოემბრის სისხლიანი დარბევიდან და „იმედში“ შეჭრიდან 11 წელი შესრულდა
7 ნოემბრის სისხლიანი დარბევიდან და „იმედში“ შეჭრიდან 11 წელი შესრულდა
17:57 06.11.2018
სააკაშვილის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის მიმართ ჩადენილი ერთ-ერთი სისხლიანი სპეცოპერაციის, 7 ნოემბრის აქციის დარბევიდან 11 წელი შესრულდა.

რეჟიმის ძალადობის გასაპროტესტებლად ოპოზიციამ და მოსახლეობამ პერმანენტული აქციები 2007 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყო.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 7 ნოემბრის დილას ვანო მერაბიშვილის პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილე ადამიანების ძალისმიერი აყრა დაიწყო.

პოლიციის ამ ქმედებამ მოსახლეობის უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია და შედეგად, ორიოდე საათში, რუსთაველის გამზირზე პროტესტანტების დიდმა რაოდენობამ მოიყარა თავი.

სააკაშვილის რეჟიმმა აქციის ძალისმიერი გზით დაშლა გადაწყვიტა, რისთვისაც მათ მხუთავი აირი, ხელკეტები, ხმოვანი ფსიქოლოგიური იარაღი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

რუსთაველის გამზირიდან განდევნილმა ხალმხა შეკრება რიყეზე დაიწყო, თუმცა სპეცრაზმმა ისინი რიყეზეც სასტიკად დაარბია.

იმავე საღამოს, მერაბიშვილის პოლიცია ტელეკომპანია „იმედშიც“ შეიჭრა, ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტებს, დაამტვრია ტელევიზიის აპარატურა, ხოლო მოგვიანებით, სააკაშვილის რეჟიმმა ტელეკომპანიაზე კონტროლი სრულად აიღო და ის ფაქტიურად სამთავრობო არხად აქცია.

2007 ნოემბრის პრაქტიკა მიხეილ სააკაშვილმა დახვეწა და უკვე 2011 წლის 26 მაისს საკუთარ ხალხს კიდევ უფრო სასტიკად გაუსწორდა.

ბეჭდვა