ოთარ ფარცხალაძეს სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა
ოთარ ფარცხალაძეს სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა
12:33 06.11.2018
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, სასამართლომ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

მისივე თქმით, ყოფილ მთავარ პროკურორს ცემას ედავებიან. თუმცა, ოთარ ფარცხალაძე წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

„სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბრალდების მხარე პროცესუალური კანონმდებლობის გვერდის ავლით, ბატონ ოთარს ბრალი წარუდგინა. ბრალი მას წარედგინა ცემის ფაქტთან დაკავშირებით, საქმე ეხება ე.წ. „ელ-ცენტროს“ ინციდენტთან დაკავშირებულ საქმეს. ბატონი ოთარი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პირიქით, მემგონი პროვოცირების მსხვერპლია ბატონი ოთარი. სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ,“- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ბეჭდვა