მიხეილ სააკაშვილი - ნარკოტიკების გამსაღებელთა მიმართ ულმობლები ვიქნებით
მიხეილ სააკაშვილი - ნარკოტიკების გამსაღებელთა მიმართ ულმობლები ვიქნებით
00:03 29.02.2012
საქართველოს სამართალდამცავი სისტემის პრიორიტეტად ნარკოტიკების გამსაღებელთა მიმართ ულმობელი ბრძოლა რჩება.  ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ბრძოლას მეორე მხარეც აქვს - ნარკო დამოკიდებულების მკურნალობა და მათი რეაბილიტაცია.
"გამოვდივარ ინიციატივით, თანხების გარკვეული ნაწილი, რომელიც ნარკოდამნაშავეებზეა დაკისრებული და ჯარიმებიდან შემოდის, ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობას მოხმარდეს", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის ინფორმაციით, შეიქმნება სპეციალური ცენტრები და საქართველოს მოქალაქეებს სამკურნალოდ საზღვარგარეთ აღარ მოუწევთ წასვლა.
მისი თქმით, 2007 წლის შემდეგ საქართველოში ნარკოდანაშაულმა 53% -ით იკლო.

ბეჭდვა