ზუგდიდში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ზუგდიდში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
10:52 01.11.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი - დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს დაეჯახა.

მედიკოსების თქმით, კლინიკაში მიყვანილი პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე დაშავებულის მდგომარეობა კი - სტაბილურია.

„ავტოსაგზაო შემთხვევიდან 112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა საშუალო ასაკის ორი მამაკაცი. ერთი იმყოფებოდა ტერმინალურ მდგომარეობაში, უკიდურესად მძიმე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით. მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა პაციენტი გარდაიცვალა. მეორე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს კვლელვები,“ - განაცხადა სასწრაფო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, მაია ესებუამ.

მომხდართან დაკავშრებით მიმდინარეობს გამოძიება.


ბეჭდვა