ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბის უფროსი ხელკეტებით სცემეს
ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბის უფროსი ხელკეტებით სცემეს
15:25 30.10.2018
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი, აშოტ რაისიანი დღეს ხელკეტებით სცემეს.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან. გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრები აცხადებენ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი არჩევნების შედეგები გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულიხსმობს.

„ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კერძოდ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაიწყო უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს. ამ ეტაპზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, როგორც კი რაიმე შედეგი იქნება და მოტივი დადასტურდება, დაუყოვნებლივ, საზოგადოებას ამის შესახებ მიეწოდება ინფორმაცია, ისევე როგორც არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა ინციდენტებთან დაკავშირებით მოვახდინეთ საზოგადოების ინფორმირება,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.
ბეჭდვა