გორში, 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა
გორში, 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა
14:43 30.10.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს, იაგო ნებიერიძეს ბრალი დაუმძიმდა და მას გამოძიება უკვე გარყვნილ ქმედებაშიც ადანაშაულებს.

„დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა და მას სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლი დაემატა, ეს გარყვნილი ქმედებას გულისხმობს. დამატებით გეტყვით, რომ არის ყველანაირი მტკიცებულება რათა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს,“ - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

9 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედარი სამართალდამცველებმა გორში, ლიახვის ნაპირზე 25 ოქტომბერს იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 34 წლის იაგო ნებიერიძე.

ბეჭდვა