ბათუმში ორი პირი დაჭრეს
ბათუმში ორი პირი დაჭრეს
09:59 29.10.2018
ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ორი ახალგაზრდა დაჭრეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბეჭდვა