თბილისში, მრგვალ ბაღთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თბილისში, მრგვალ ბაღთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს
16:46 27.10.2018
თბილისში, ვაკის რაიონში, მრგვალ ბაღთან 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მრგვალ ბაღთან არსებულ ავტოსადგომზე მუშაობდა და როგორც ცნობილია, მას ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბეჭდვა