ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული 2 პირი გაათავისუფლეს
ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული 2 პირი გაათავისუფლეს
12:53 22.10.2018
საოკუპაციო ძალების მიერ ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაათავისუფლეს.

ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

დაკავებულები მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს.

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მონასტრის ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

ბეჭდვა