ქუთაისი ერთ-ერთი სკოლაში 7 მოზარდი
მოიწამლა.
ბავშვები ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში არიან გადაყვანილები.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ინტოქსიკაცია სასმელმა წყალმა ან გაზმა გამოიწვია.
„დახვდათ 4 ბავშვი თავბრუსხვევით, ღებინების შეგრძნებით, მუცლის ტკივილით. ოთხივე გადმოყვანილი იქვა ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში. ამის შემდეგ, ნახევარ საათში ბინიდან დაფიქსირდა გამოძახება და 3 მოზარდი ამავე ცენტრში. იგივე სიმპტომებით იქნა გადაყვანილი. მოწამვლის ვერსიად ასახელებენ გაზს და წყალს, თუმცა ვერც ერთს ვერ დაგიდასტურებთ,“ - განაცხადა გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქუთაისის რაიონული სამსახურის მენეჯერმა, მაია რუხაძემ.
