თბილისში, პირველი ექსპერიმენტული სკოლის სახურავიდან მე-6 კლასის მოსწავლე
გადმოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სათამაშოდ ვერანდაზე ავიდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი გადმოვარდა.
11 წლის მოსწავლე მრავლობითი მოტეხილობებით იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
„შემოსვლისას აღენიშნებოდა ორივე ზედა კიდურის მრავლობითი მოტეხილობა, ასევე, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. ჩატარდა ტრამვატოლოგიური ოპერაციები. ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს,“- განაცხადა მკურნალმა ექიმმა.
