თბილისში, დევნილების საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა
თბილისში, დევნილების საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა
12:54 17.10.2018
თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე დევნილების საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. იწვოდა დაახლოებით 150 კვადრატულ მეტრამდე. ადგილზე მობილიზებულია 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. პარალელურად მოხდა შენონაში მყოფი ხალხის ევაკუაცია. დაშავებული არავინ არის,“ - განაცხადა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა.


ბეჭდვა