ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მირზა სუბელიანს
დღეს გამომძიებლები გლდანის მერვე დაწესებულებაში დაკითხავენ.
ამავე საქმეზე უკვე დაიკითხა ჩანაწერის კიდევ ორი ფიგურანტი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საპატიმროში გადაღებული ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც მირზა სუბელიანისა და "ქართული ოცნების" მესტიის მაჟორიტარი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სუბელიანთან ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსი, დავით ცუხიშვილიც ესწრებოდა.
