გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთიდან 29 სექტემბერს გატაცებული მაია ოთინაშვილი
თავისუფალია.
ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილი საზღვრის უკანონო დარღვევაში დამნაშავედ ცნო და ერთწლიანი პირობითი „სასჯელი“ მიუსაჯა, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით.
მაია ოთინაშვილი საკუთარ ოჯახს დღესვე დაუბრუნდება.
