ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა
11:45 05.10.2018
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარადიცვალა, 2 კი დაშავდა.

დაშავებულებიდან ერთ-ერთი რეანიმაციაში იმყოფება, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსი შეეჯახნენ.

„პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის დახურული ტრამვა, მარცხნივ ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა ფილტვის დაჟეჟილობით, ასევე, მუცლის დახურული ტამვა, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა.

პაციენტს ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროება და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი ზოგადი მდგომარეობა მძიმეა,“ - განაცხადა მკურნალმა ექიმმა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ბეჭდვა