პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი ბავშვი დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ
პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი ბავშვი დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ
13:20 04.10.2018
პანკისის ხეობიდან სირიაში წასული აღაზა ბორჩაშვილი, მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დაიღუპნენ. 34 წლის აღაზა ბორჩაშვილის, მისი მეუღლის 35 წლის კახა ტოხოსაშვილის და მათი მცირეწლოვანი ვაჟის დაღუპვის გამო, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანსა და ჯოყოლოში დაღუპულების ოჯახები სამძიმარს დილიდან იღებენ. დაბომბვის შედეგად ცოლ-ქმრის და მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ იყო დადასტურებული. გავრცელებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილი სირიაში ოჯახით ოთხი წლის წინ წავიდა.

კახა ტოხოსაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.
ბეჭდვა