რუსთავში ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
რუსთავში ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
11:15 03.10.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეებმა ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით 16 კგ-მდე ხრამულის სახეობის თევზი მოიპოვეს.

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაილუქა ნავი, ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან ბადე, ფანარი, აკუმლატორი და უკანონოდ მოპოვებული თევზი.

ორივე მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შედგა ოქმები, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 800-დან 1500 ლარამდე.

ბეჭდვა