ე.წ. ცხინვალის სასამართლომ მაია ოთანაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
ე.წ. ცხინვალის სასამართლომ მაია ოთანაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
15:36 02.10.2018
რუსი ოკუპანტების მიერ, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთიდან 3 დღის წინ გატაცებულ მაია ოთანაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მაია ოთანაშვილს ნიღბიანი შეიარაღებული პირები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საკუთარ ბაღში ჩაუსაფრდნენ, თავს დაესხნენ და სპეციალური საშუალებების გამოყენებით მავთულხლართებზე გადაიყვანეს.

ბეჭდვა