ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს
ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს
10:12 01.10.2018
ქუთაისში, საფიჩხიას სასაფლაოს ტერიტორიაზე 45 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მას თავის არეში ორი ტყვია აქვს ნასროლი.

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბეჭდვა