თბილისში, გოთუას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით
დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 2 ჭრილობა აქვს მიყენებული.
დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.
