ზაზა ხატიაშვილი: დღეს ოქუაშვილის მდარე სპექტაკლი დასრულდება
ზაზა ხატიაშვილი: დღეს ოქუაშვილის მდარე სპექტაკლი დასრულდება
20:37 30.09.2018
უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ხვალისთვის სკანდალური მტკიცებულებების გასაჯაროებას აანონსებს.

„მივმართავ ქართულ მედიას და მთელ საზოგადოებას!

1-ელ ოქტომბერს ვგეგმავ საგანგებო ბრიფინგს, სადაც წარმოგიდგენთ უმაღლესი სანდოობის მტკიცებულებას, რომელიც წერტილს დაუსვამს ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ფალსიფიცირებული ფარული ჩანაწერებით წარმოებულ ბინძურ კამპანიას.

1-ელ ოქტომბერს ზაზა ოქუაშვილის მდარე სპექტაკლი დასრულდება“-აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.


ბეჭდვა