გარდაცვლილი 5 თვის ბავშვის ოჯახის წევრები რუსთავის პროზექტურასთან ცხედრის გადაცემას
ითხოვენ.
ბავშვი ჟვანიას კლინიკაში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ოჯახის წევრებით თქმით, მათთან პოლიცია სახლში მივიდა და ცხედარი ძალის გამოყენებით პროზექტურაში ექსპერტიზისთვის გადაასვენა.
„5 თვის ბავშვი გარდაიცვალა ჟვანიის საავადმყოფოში.ექიმებმა ბავშვი ხელისმოწერით გამოგვატანეს, რომ არ გაიკვეთებოდა. რუსთავში რომ ჩამოვედით, სახლში გყვავდა ბავშვი, პოლიცია მოვიდა დაგასაკვეთად წაიყვანეს. ყველაწინააღმდეგი იყო რომ ბავშვი წამოევყანათ, მაგრამ მაინც წამოიყვანეს“ - აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.
