მეუღლის მკვლელობის ბრალდებით 53 წლის გიზო სერგია დააკავეს
მეუღლის მკვლელობის ბრალდებით 53 წლის გიზო სერგია დააკავეს
18:58 23.07.2012
დიდუბის რაიონში დღეს მკვლელობა მოხდა. 53 წლის გიზო სერგია მეუღლის ნატო შონიას მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.

ისინი გორის ქუჩის 12 ნომერში საცხოვრებლად ახალი გადასულები იყვნენ.

ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად პროზექტურაში უკვე გადაასვენეს. მას სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა თავად დარეკა პოლიციაში და განაცხადა, რომ ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

ბეჭდვა