თელავში 75 წლის კაცი ჭაჭის რეზერვუარში დაიხჩო
თელავში 75 წლის კაცი ჭაჭის რეზერვუარში დაიხჩო
15:13 24.09.2018
თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ხოდაშენში 75 წლის მამაკაცი ჭაჭის რეზერვუარში ჩავარდა და გარდაიცვალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მამაკაცი ჭაჭით სავსე 4 მეტრის სიღრმის რეზერვუარში ჩავარდა.

გავრცელებული ინფორმაცით, 75 წლის კაცი ჭაჭით სავსე ავზში მისი მორევის მცდელობისას ჩავარდა.

ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის და სამაშველო სამსახურის მისვლამდე გარდაიცვალა.



ბეჭდვა