რუსეთში, სტავროპოლის მხარეში, ქალაქ კისლოვოდსკში, ინციდენტი 19 წლის ქართველი ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა.
შემთხვევა ქუჩაში, ერთ-ერთი კაფეს წინ მოხდა. ქართველი ახალგაზრდა სომეხ და ყარაჩაელ მეგობრებს ესაუბრებოდა, როდესაც მათ თავს სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაზაკების ჯგუფი დაესხა.
თავდამსხმელებმა სომეხი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ხოლო 19 წლის ქართველს ყელი გამოჭრეს. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა, ყარაჩაელი ახალგაზრდა კი, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოშია მოთავსებული.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, თუმცა, მეორე ვერსიით, მას რასობრივი ხასიათი ჰქონდა.
თავდასხმაში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დაპატიმრებულია.
