დაჯგუფება „საქართველოს დარაჯის“ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება უკანონო
ფორმირებების შექმნის მუხლით აღიძრა.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანაი „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ვიდეოს კადრების მიხედვით, რომელიც სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ატვირთა, ჯარისკაცის შარვლებსა და შავ მაისურებში გამოწყობილი ორი პირი აღმაშენებლის გამზირზე ტურისტებს აჩერებს და პასპორტებს ითხოვს.
„ორი ადამიანი დადის, აკვირდება უცხოელ ადამიანებს. მიდის მათთან, დაძაბულად ელაპარაკება და საბუთებს სთხოვს. აგვიხსნა, რომ ის ასუფთავებდა ქალაქს არალეგალებისგან. მანქანაც კი ჰყავდა, რომელსაც ინგლისური და ქართული ასოებით ეწერა - საქართველოს დარაჯი,“-აცხადებს ბლოგერი ნინა ქიქავა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
