„ქართული ოცნების“ აქტივისტის მიმართ გამოძიება სსკ-ს 239-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ აქტივისტის მიმართ გამოძიება სსკ-ს 239-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს
19:29 22.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტის გიორგი ნატროშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ  განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში გამოძიება გიორგი ნატროშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.

უწყებაში განმარტავენ, რომ ნატროშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მარინე ჩითინაშვილს. ინცინდენტს მოსახლეობაც შეესწრო.

ნატროშვილი სოფელ ვაჩნაძიანში სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ინციდენტი სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებოდა. ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრისას ივანიშვილის მომხრეებსა და გურჯაანის გამგეობის თანამშრომელს მაკო ჩითინაშვილს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩითინაშვილმა ივანიშვილს „ნაბიჭვარი“ უწოდა, ცენტრის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ნატროშვილმა მას სახეში ხელი გაარტყა.

ბეჭდვა