შსს-ს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრები გიორგი ნატროშვილი დააკავეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ნატროშვილს ბრალად გურჯაანის გამგეობის თანამშრომლის მაკო ჩითინაშვილის ცემა ედება.
ინციდენტი სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებოდა. ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრისას ივანიშვილის მომხრეებსა და გურჯაანის გამგეობის თანამშრომელს მაკო ჩითინაშვილს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩითინაშვილმა ივანიშვილს „ნაბიჭვარი“ უწოდა, „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ნატროშვილმა მას სახეში ხელი გაარტყა.
ნატროშვილს გურჯაანის პოლიციაში კითხავენ.
