სტუდია „მონიტორის“ ოფისი გაქურდეს
სტუდია „მონიტორის“ ოფისი გაქურდეს
16:21 22.07.2012
სტუდია „მონიტორის“ ოფისი თანამშრომლებს დღეს გაქურდული დახვდათ.
როგორც „ნიუსპრესს“ მონიტორის ერთ-ერთმა  დამფუძნებელმა ნანა ბიგანიშვილმა განუცხადა, დღეს დილით სამსახურში მისულმა „მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა ოფისის კარის გაღება საკუთარი გასაღებით ვერ შეძლო, რის გამოც თანამშრომლებმა სამაშველო სამსახური და კრიმინალური პოლიცია გამოიძახეს, შენობაში შესულებს კი, ოფისი გაქურდული დახვდათ.
„ყველაფერი წაღებულია - სამონტაჟო კომპიუტერები, ვიდეოკამერები, მეხსიერების ბარათებიც კი. დაკარგულია დასამონტაჟებელი მასალებიც“-განაცხადა ბიგანიშვილმა.
ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.


ბეჭდვა