ოპოზიცია პროკურატურას სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანისა და „ომეგა ჯგუფის“
დამფუძნებლის, ზაზა ოქრუაშვილის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ჩანაწერი მედიაში გავრცელდა, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ფიგურირებს.
„მივმართავ ახლად დანიშნულ მთავარ პროკურორს, რომ ეს საქმე შიძლება იყოს მისი პირველი სერიოზული გამოცდა. გამოძიება არ უნდა იყოს რთული, ვინაიდან ამ პროცესში მონაწილე ერთი მინიმუმ ერთი მხარე, ბატონი ოქუაშვილი არის მზად, რომ ბოლომდე ამხილოს ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში, თუ პროცესში მონაწილე ადამიანები“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
