სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
11:56 09.09.2018
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ნ.ზ.-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 1200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი და ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

ბეჭდვა