ბათუმში ახალგაზრდა ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა
ბათუმში ახალგაზრდა  ქალი  მეხუთე სართულიდან გადმოვარდა
10:36 04.09.2018
ბათუმში 25 წლის ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ერაყის მოქალაქეა. პაციენტი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის საკმაოდ მძიმეა.

"მძიმე მდგომარეობაში იყო, აღენიშნებოდა მრავლობითი ტრამვა , ტრამვულ-ჰემორაგიული შოკი. ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია,"-განაცხადა ექიმმა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბეჭდვა