მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს
 მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს
11:35 29.08.2018
პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული მოზარდის, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.
მაჩალიკაშვილი სუს-ში დღეს, 13:00 საათზე მოწმის სტატუსით უნდა გამოცხადდეს.


ბეჭდვა