საქართველოს ექს-პრემიერი ოთარ ფაცაცია ცეცხლნასროლი ჭრილობით კვლავ ზუგდიდის საავადმყოფოში იმყოფება.
ექიმების ცნობით, ფაცაციას ტყვია ზედა კიდურში აქვს მოხვედრილი, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ფაცაციას ახლობლები აცხადებენ, ექს-პრემიერს ტყვია შემთხვევით მოხვდა, როდესაც მისი ნათესავი სანადირო თოფს წმენდდა.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
