სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე თანამდებობას ტოვებს
სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე თანამდებობას ტოვებს
14:09 21.08.2018
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, იოსებ გოგაშვილი თანამდებობას ტოვებს.
ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
რა მიზეზით ტოვებს გოგაშვილი პოსტს, ჯერჯერობით უცნობია.

იოსებ გოგაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2015 წლებში ის შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მანამდე კი ამ სამსახურის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.



ბეჭდვა