ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთში 23 წლის ახალწვეული მოკლეს.
შემთხვევა ქარელი-სკრა-გორის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყესთან ახლოს მოხდა. ჯარისკაცს ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული.
სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს.
ადგილობრივის განცხადებით, მოკლული მამაკაცი და ბრალდებული თანასოფლელები არიან და მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა.
"ერთი სოფლელები არიან. არანაირი შელაპარაკება არ ყოფილა, არც სროლა ყოფილა, ნადირობისას მოხდა რაღაც შემთხვევით."- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
დაკავებულის და თეა თედოზაშვილიც მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებს და ბიჭებს შორის კონფლიქტს გამორიცხავს. მისივე ინფორმაციით, ძმა პოლიციას თავად ჩაბარდა.
"არანაირი კონფლიქტი, მოხდა შემთხვევით უბედურება, სხვა არაფერი ვიცი. წავიდა თვითონ ჩაბარდა, რა მოხდა და როგორ მოხდა გაირკვევა"- განაცხადა დაკავებულის დამ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით დაიწყო.
