თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ქვეითთა სავალი ნაწილი ჩაინგრა და 12 წლის ბავშვი შიგ
ჩავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
მცირეწლოვანი მსუბუქი დაზიანებებით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
