არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი არჩილ კაიკაციშვილი დღეს, „საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან ერთად, სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახლაგაზრდა ადვოკატებიდან“ აცნობეს, პრესკონფერენციაზე არჩილ კაიკაციშვილი არასაიმედოობის მოტივით, ქობულეთის პროფესიული კოლეჯიდან დათხოვნილი საკუთარი დის საქმეზე, სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, მედიას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.
არჩილ კაიკაციშვილი ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ დირექტორის მოადგილის თამარ კაიკაციშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს უკანონოს უწოდებს და აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალწარმოებას იწყებს.
იგი ამ ეტაპზე არ საუბრობს გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე და მწუხარებას გამოთქვამს, რომ ეს გათავისუფლება ემთხვევა ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციისადმი უწყებათაშორისი კომისიის მოწოდებას - არჩევნებამდე თავი შეიკაონ რეორგანიზაციისა და საკადრო ცვლილებებისგან.
