ელისო კილაძე პროკურატურაშია დაბარებული
 ელისო კილაძე პროკურატურაშია დაბარებული
10:45 14.08.2018
"ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, პროკურატურაში დაიბარეს. მისი გამოკითხვაზე დაბარება სტრასბურგში ჩაშლილ შეხვედრებს უკავშირდება.

"გამოკითხვაზე ვარ დბაარებული. უნდა მივიტანო ის მასალები, რომელიც გაგზავნილი მაქვს როგორც გერმანიაში, ასევე ამერიკაში. გამოძიება თუ დაიწყება და ის ობიექტურად ჩატარდება, უნდა გასცეს მთავარ კითხვაზე პასუხი- რატომ გადაწყვიტა სუს-მა საკუთარი მოქალაქეების ტერორიზმის ბრალდებით უცხო ქვეყანაში დაკავება"- განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, ელისო კილაძე ევროპაში გამგზავრებას შვილმოკლულ მშობლებთან, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად 5 აგვისტოს გეგმავდა, თუმცა ეს ვერ შედგა, ვინაიდან, კილაძის თქმით, თბილისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიგზავნა წერილები, სადაც წერია, რომ ამ ჯგუფში ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულებიც არიან.


ბეჭდვა