მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
10:32 14.08.2018
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში დღეს, 12:00 საათზე, გამოკითხვაზეა დაბარებული.
კონკრეტულად, თუ რა საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული მაჩალიკაშვილი უწყებაში, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა მაჩალიკაშვილის დაკითხვაზე დაბარება ერთ-ერთ აქციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხებოდეს, სადაც ის სუს-ის წინ თავის აფეთქებაზე საუბრობდა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორის, თამთა მიქელაძის განცხადებით, მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი შემთხვევა მოხდა. უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.

"ჩვენ არ ვიმედოვნებთ ნეგატიურად საქმის შემობრუნებას. რადგან მათ შორის აქციაზე გაკეთებული ის განცხადება დანაშაულის ნიშნებზე არ უთითებდა. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახის მიმართ უფლების დარღვევის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა ბოლო პერიოდში. ვიმედოვნებთ,  საქმეზე არსებული მაღალი სოციალური ინტერესის გათვალისწინებით, შესაბამისი უწყებები საკმარის პოლიტიკურ გონიერებას გამოიჩენენ და კიდევ ერთი უფლების დარღვევის ფაქტს არ მივიღებთ"-განაცხადა მიქელაძემ.

ბეჭდვა