სასჯელაღსრულების სისტემაში წინა წელთან შედარებით, პატიმართა რაოდენობამ იკლო
სასჯელაღსრულების სისტემაში წინა წელთან შედარებით, პატიმართა რაოდენობამ იკლო
11:24 21.07.2012
2012 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, სასჯელაღსრულების სისტემაში 23404 პატიმარია, რაც წინა წელთან შედარებით 710 პატიმრით  ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების შენარჩუნების გათვალისწინებით, უკანასკნელ პერიოდში სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია ხორციელდება, რაც თავის მხრივ, თავისუფლებააღკვეთილ პირთა რაოდენობის კლების ტენდენციით გამოიხატება.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიმართულებით, აქტიურად ხდება თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული საშუალებების გამოყენება - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და პრობაცია, დანერგილია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განრიდების მექანიზმი და განხორციელდა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები.

ბეჭდვა