ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა
10:37 07.08.2018
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.
ავარია შიდა ქართლში, სოფელ აგარების მონაკვეთზე მოხდა.
ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.
დაშავებულები ხაშურში, კლინიკაში გადაიყვანეს.
„შემოყვანილია 12 ავადმყოფი. ერთი მათგანი არის მძღოლი, მძიმე მდგომარეობაში . ამჟამად უტარდება რეანიამციული ღონისძიებები. დანარჩენ ავადმყოფებს აქვთ მსუბუქი სახის დაზიანებები“- განაცხადა ექიმმა.

ბეჭდვა