სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი: დაპირისპირება სიტყვიერი შეურაცხყოფის ნიადაგზე დაიწყო
სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი: დაპირისპირება სიტყვიერი შეურაცხყოფის ნიადაგზე დაიწყო
12:29 02.08.2018
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა კოჯრის სამხედრო ნაწილში მომხდარ ინციდენტთან დაკაშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ინციდენტი სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა.
როგორც ბაზერაშვილი აცხადებს, შემთხვევის დროს სამხედრო მოსამსახურეებს დანები არ უნდა ჰქონოდათ და მიზეზს, თუ რატომ აღმოჩნდა ადგილზე ცივი იარაღი, გამოძიება დაადგენს.
„სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომლის შედეგადაც სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 5-მა სამხედრო მოსამასახურემ. მათ შორის 3-მა ცივი იარაღით ხუთივე დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.
ამჟამად მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
დანები არ უნდა ქონოდათ, საიდან აღმოჩნდა იქ, ამას ვაზუსტებთ.
გამოძიება საწყის ეტაპზეა. ჯერ-ჯერობით ვერ მოგახსენებთ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს, უცენზურო სიტყვებით. ნასვამები არ იყვნენ. სხვა დეტალები დგინდება“- განაცხადა ბაზერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კოჯრის სამხედრო ნაწილში ჯარისკაცებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გუშინ საღამოს მოხდა, რა დროსაც სამი სამხედრო ცივი იარაღით დაიჭრა.


ბეჭდვა